სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს ტენდერს გრძელვადიან მთარგმნელობით მომსახურებასთან დაკავშირებით.
ტენდერი ცხადდება პროექტის – “ადგილობრივ თვითმმართველობებში სამოქალაქო ჩართულობის და მონაწილეობითი მმართველობის უნარების გაძლიერების” – ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა.
პროექტის მიზანია ადგილობრივ დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობითი მმართველობის გაუმჯობესების ხელშეწყობა ბათუმში, ჩოხატაურში, დმანისსა და მარნეულში.
პროექტის ძირითადი ამოცანები:
** სამიზნე მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი მექანიზმების გაუმჯობესების ხელშეწყობა, შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება-დანერგვა;
** მოქალაქეთა მონაწილეობის ინოვაციური მექანიზმების მოძიება და დანერგვის ხელშეწყობა;
** მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვა;
** თვითმმართველობის წარმომადგენლების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა;
** სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ინფორმირება და ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი მექანიზმების შესახებ. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი მონაწილეობის წახალისება.
** მიზნის მისაღწევად წარიმართება საინფორმაციო კამპანია, საგანმანათლებლო აქტივობები, შეიქმნება თემატური სახელმძღვანელოები.
USAID – ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის შესახებ:
ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას და ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროგრამა მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების კუთხით და დახმარებას უწევს, ცენტრალურ ინსტიტუტებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში.
პროგრამის გვერდი სოციალურ მედიაში: USAID Local Governance Program • ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა
შესყიდვის საგანი: აზერბაიჯანულ და ქართულ ენაზე გრძელვადიანი მთარგმნელობითი მომსახურება.
სამუშაო დავალება: მთარგმნელობითი მომსახურება მოიცავს 1 წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, ორგანიზაციის საჭიროებებისამებრ შესაბამისი მთარგმნელობითი მომსახურების გაწევს აზერბაიჯანულ და ქართულ ენაზე.
კონკრეტული მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
მომსახურების ფარგლებში, შერჩეულმა პირმა პროექტის გუნდთან თანამშრომლობით უნდა:
** თარგმნოს (აზერბაიჯანულიდან ქართულ ან ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე) შესაბამისი დოკუმენტები;
** თარგმნოს (აზერბაიჯანულიდან ქართულ ან ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე) პროექტის მიზნებისთვის საჭირო შესაბამისი ტექსტები.
ვის შეუძლია ტენდერში მონაწილეობა?
შესაბამისი გამოცდილების მქონე:
** ფიზიკურ პირს;
** იურიდიულ პირს;
** საინიციატივო ჯგუფს;
კრიტერიუმები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
** მსგავსი მთარგმნელობითი მომსახურების გაწევის გამოცდილება;
** ტენდერში მონაწილე თარჯიმანს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია, რაც უნდა დასტურდებოდეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტებით ან ეკვივალენტური ფორმით.
ტენდერში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ:
** მსგავსი მიმართულებით გამოცდილების ამსახველი მასალა (პორტფოლიო და რეზიუმე)
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი (მაგალითად ენის სერტიფიკატი ან ნამუშევარი პროექტი (მისი ავტორობით დამოწმებული თარგმანი).
** მომსახურების ღირებულება (ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ს გარეშე, ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მთარგმნელობითი მომსახურების ფასზე სათარგმნი ერთი გვერდის (ერთი გვერდი და სიმბოლოთა განსაზღვრული ოდენობა) ღირებულების შესახებ;
** იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინონ: ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან, საგადახდო შედარების აქტი.
ტენდერში მონაწილეობის პროცედურა:
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, საჭირო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით 2023 წლის 05 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელ-მისამართზე: natia@civilin.org.
შერჩეული კანდიდატები შეფასდებიან გამოცდილებისა და მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით.
საკონკურსო განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ კანდიდატებს.
შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში მონაწილეებს დამატებით.
გთხოვთ, დამატებითი კითხვებისთვის მიმართოთ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პროექტის მენეჯერს: ნათია აფხაზავას, natia@civilin.org ან დაგვიკავშირდით: 599 777 185.