პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ – ფარგლებში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო გარემოსთან დაკავშირებული კვლევის წარმოების მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს საგადასახადო ექსპერტის მომსახურებაზე.
შესავალი
ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (Civil Society Institute(CSI)) ერთ – ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ცნობილია საქმიანობის ფართო სპექტრით. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი დაარსდა 1995 წელს. ორგანიზაცია ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებას, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის პოპულარიზაციას, სოციალური აქტორების სამოქალაქო პროცესებში ჩართულობის გაზრდასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის უკეთესი სამართლებრივი გარემოს შექმნას.
აღიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარების“ –ფარგლებში და მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
ზოგადი მიმოხილვა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირები 2019 წლიდან გადავიდნენ მოგების გადასახადის ახალ „ესტონურ მოდელზე“, რამაც ძირეულად შეცვალა ორგანიზაციების საგადასახადო გარემო. გარდა ამისა, 2021 წლის 1 იანვრიდან მნიშვნელოვნად შეიცვალა დღგ-ის (მათ შორის დღგ-ს უკუდაბეგვრის) ადმინისტრირების საკითხები. ამასთან ერთად, საგადასახადო კანონმდებლობაში ჯერ კიდევ არ არის დარეგულირებული მოხალისეობისა და სოციალური მეწარმეობის საგადასახადო ადმინისტრირების მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ორგანიზაციების სამეურნეო საქმიანობისას საგადასახადო რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.
საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ბოლო პერიოდის არსებითი ცვლილებების (მოგების გადასახადი, დღგ და სხვა), აგრეთვე ჯერ კიდევ დასარეგულირებელი საგადასახადო საკითხების (მოხალისეობა, სოციალური მეწარმეობა და ა.შ) არაკომერციული იურიდიული პირების ეფექტურ სამეურნეო საქმიანობაზე ზეგავლენის დადგენის მიზნით დაგეგმილია კვლევა. კვლევამ უნდა მოიცვას ზემოთ მოცემული მიმართულებებით ერთი მხრივ, არსებული ნორმატიული ბაზის შესწავლა-ანალიზი, ხოლო მეორე მხრივ, პრაქტიკის შესწავლა-ანალიზი ფოკუს-ჯგუფებისა და ინტერვიუების სახით. სწორედ ამ მიზნით, ა.(ა).ი.პ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, აცხადებს ტენდერს საგადასახადო ექსპერტის მომსახურებაზე.
სამუშაოს ძირითადი არსი
საგადასახადო ექსპერტმა, CSI-ის პროექტთან დაკავშირებულ გუნათან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით, უნდა ჩაატაროს სრულფასოვანი კვლევა, რაც თავის მხრივ მოემსახურება ახლადშეცვლილ საგადასახადო გარემოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების სწორ პოზიციონირებას, რაც ხელს შეუწყობს საგადასახადო საქმიანობის ეფექტურ ადმინისტრირებასა და შეუფერხებელ ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებას.
ექსპერტის კონკრეტული მოვალეობები და პასუხისმგებლობები
საგადასახადო ექსპერტის დავალება გულისხმობს:
- კვლევის მეთოდოლოგიისა და დიზაინის განსაზღვრას (მათ შორის, კვლევისთვის რელევანტური კონკრეტული საკითხებისა და კითხვების შემუშავებას, სამიზნე აუდიტორიის შერჩევას, კვლევის ინსტრუმენტების შექმნასა და რაოდენობრივი დიზაინის, ვადებისა და დეტალების განსაზღვრსაას);
- სამაგიდო კვლევის ჩატარებას;
- ფოკუს-ჯგუფებისა და შესაბამისი ინტერვიუების დაგეგმვა-ორგანიზებას;
- კვლევის ანგარიშის შედგენა, რომელმაც უნდა მოიცვას კვლევის შედეგების ანალიზი, განზოგადება და რეკომენდაციები (არაკომერციული იურიდიული პირების საგადასახადო ადმინისტრირების გასაუმჯობესებლად).
მეთოდოლოგია
კვლევის ძირითადი მეთოდოლოგიის შემუშავებაზე პასუხისმგებელია საგადასახადო ექსპერტი.
საბოლოო პროდუქტები
საგადასახადო სისტემაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციების საგადასახადო გარემოს კვლევის ანგარიში.
ტენდერში მონაწილეობის წინაპირობები
ტენდერში მონაწილეობა შეუძლია სფეროში გამოცდილების მქონე ფიზიკურ პირს რომელმაც უნდა წარმოადგინოს:
- საგადასახადო კვლევის მეთოდოლოგია;
- CV და სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატი წარმოაჩენს მსგავსი დავალების შესასრულებლად საჭირო გამოცდილებასა და უნარებს;
- შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების ღირებულება და განხორციელების გეგმა.
აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით 2021 წლის 21 მაისის 18:00 საათამდე, შემდეგ ელ–მისამართზე: a.jikia@civilin.org
სატენდერო განაცხადებს განიხილავს სატენდერო კომისია, რომელიც დაუკავშირდება ინტერვიუსთვის მხოლოდ შერჩეულ პირებს.
სატენდერო კომისია მონაწილეთა განაცხადებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- გამოცდილება – 20 ქულა;
- კვლევის მეთოდოლოგია 40 ქულა;
- განხორციელების გეგმა- 15;
- მომსახურების ღირებულება – 25 ქულა.
მონაწილეთათვის გამართული საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა
ტენდერში მონაწილეთათვის საინფორმაციო, საკონსულტაციო zoom შეხვედრა გაიმართება 2021 წლის 13 მაისს, 11:00 საათზე; მსურველებმა ელ–ფორმა უნდა შეავსონ ა/წ-ის 10 მაისის ჩათვლით; (https://bit.ly/3rTC4PQ) რათა მიიღოთ ონლაინ შეხვედრის ბმული, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 577 69 30 74