ტენდერი საზოგადოებრივი მონაწილეობის ონლაინ პროგრამის შესაქმნელად

01.04.2021

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი პური მსოფლიოს (BftW) მიერ დაფინანსებული პროექტის „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს საზოგადოებრივი მონაწილეობის ონლაინ სასწავლო პროგრამის შექმნასა და გაძღოლაზე. პროექტი ხელს უწყობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რათა მონაწილეობისა და ჩართულობის გზით, მოქალაქეებმა შეძლონ საკუთარი ცხოვრების უკეთ მართვა, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების მიღება, შედეგად კი, მარგინალიზაციის, უთანასწორობისა და სიღარიბის დაძლევა. პროექტის შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, განვითარების სფეროში ჩართული აქტორები შეძლებენ გაიუმჯობესონ ცოდნა, უნარები და ორგანიზაციული შესაძლებლობები, რათა ერთობლივად განსაზღვრონ ადგილობრივი საჭიროებები და განვითარების პრიორიტეტები, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება იმ ინტერვენციების განხორცილებაზე, რომლებიც მიზნად ისახავს არსებული ვითარების გაუმჯობესებას.

დავალების აღწერა:

დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის და კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ადგილობრივი თვიმმართველობის გაძლიერება და მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სამწუხაროდ, ამჟამად მოქალაქეთა ჩართულობა და მონაწილეობის დონე არც თუ ისე მაღალია. ამის ერთ-ერთ მიზეზად შესაძლოა ადგილობრივ აქტორებს შორის ცნობიერების, კომპეტენციის და თანამშრომლობის ნაკლებობა დასახელდეს. სწორედ ამიტომ, პროექტი მიზნად ისახავს ონლაინ პროგრამის შექმნას თვითმმართველობის არსის, ამ პროცესში საზოგადოებრივ ჩართულობასა და მონაწილეობაზე, რაც რეალური და ეფექტიანი თვითმმართველობის საწინდარია.

ონლაინ პროგრამა განკუთვნილი იქნება განვითარების ადგილობრივი აქტორებისთვის – საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები, საჯარო მოხელეები, მედიის წარმომადგენლები და სხვა. კურსის მიზანია დაინტერესბულ პირებს შესაძლებლობა მისცეს აიმაღლონ ცოდნა და კომპეტენცია ადგილობრივი თვითმმართველობის არსის, მისი ფუნქციონირების პრინციპების და ღირებულებების შესახებ; გაიგონ ამ პროცესში რა მნიშვნელობა და გავლენა აქვს საზოგადოებრივ მონაწილეობას და სამოქალაქო ჩართულობას; მონაწილეობის რა სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები არსებობს და როგორ შეუძლია მოქალაქეს მათი გამოყენება. კურსი შესაძლოა მოიცავდეს რამდენიმე მოდულს. კურსის დასრულების შედეგად მონაწილეს გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირების ძირითადი საკითხები და მონაწილეობის მნიშვნელობა, ასევე უნდა ჰქონდეს პრაქტიკული ცოდნა, თავად როგორ განახორციელოს და ჩაერთოს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების და ადვოკატირების პროცესში.

დავალება ითვალისწინებს: სასწავლო პროგრამის შექმნას; ვიდეო ლექციების ჩაწერას (10-12); სასწავლო მასალის (საკითხავი ლიტერატურის, ტესტების, ქეისების, დავალებების) მომზადებას: სასწავლო პროცესის გაძღოლას (ინტერაქცია სტუდენტებთან, ფორუმში დისკუსიების სტიმულირება, სტუდენტების შეფასება და ზოგადი „მენტორინგი“). კურსის ხანგრძლივობა 2-დან 2.5 თვემდე.

ტექნიკურ საკითხებზე (ვიდეო ლექციების ჩაწერა, მონტაჟი, კურსის ატვირთვა ონლაინ პორტალზე და ა.შ) პასუხისმგებლია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი. კურსი განთავსდება და სასწავლო პროცესი განხორციელდება CSI -ის ონლაინ სასწავლო პორტალზე www.e-learning.ge

საბოლოო პროდუქტი:

  • კურსის კონცეფცია და სილაბუსი;
  • კურსის მასალები, რაც მოიცავს საკითხავი ლიტერატურას, ტესტებს, განსახილველ ქეისებს, დავალებებს, ტესტების და სხვა დამატებით მასალას რასაც კურსის მენტორი ჩათვლის მიზანშეწონილად;
  • ვიდეო ლექციები.

მოთხოვნები:

  • ლექციების კითხვის ან სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს კამერის წინ მუშაობის გამოცდილება;
  • შერჩევისას შესაძლოა საპილოტე ლექციის ჩაწერის მოთხოვნაც.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

  • რეზიუმე ან ავტობიოგრაფია;
  • კურსის კონცეფცია და სილაბუსი (თანდართული ფორმის შესაბამისად);
  • ჰონორარი შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით: ა) მოდულის შექმნა და ვიდეო ლექციების ჩაწერა; ბ) კურსის გაძღოლა (2-3 თვე);
  • 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტების მიღება ხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე tamar@civilin.org. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 29 აპრილი 2021 წელი.

საკონკურსო განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ აპლიკანტებს.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით თათა ბოჭორიშვილს – 598 74 35 12.