ტენდერი: სოციალური მედია კამპანიის წარმოების შესახებ

09.03.2021

ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (Civil Society Institute – CSI) აცხადებს ტენდერს სოციალურ ქსელებში კამპანიის წარმოებაზე.

აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ – ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI) ერთად ახორციელებს  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით.

პროექტის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი საქართველოში. კერძოდ, სამოქალაქო სამოქმედო გარემოს გაუმჯობესებით, ორგანიზაციული და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდით, ფართო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან კავშირების გამყარებით და სოციალური აქტივიზმისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობით.

შესყიდვის საგანი: სოციალურ ქსელებში (facebook, Instagram) კამპანიის წარმართვა. მომსახურების ვადა 12 (თორმეტი) თვე.

კამპანიის შესახებ: კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ (https://www.facebook.com/Thiscountryisyours). სოციალურ ქსელებში მესამე წელია მიმდინარეობს. იგი ეყრდნობა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ არსებული სტერეოტიპების დაძლევის, მათი საქმიანობის, სამოქალაქო ღირებულებების წარმოჩენის  გრძელვადიან საკომუნიკაციო სტრატეგიას (იხ. ). უახლოეს მომავალში იგეგმება სტრატეგიის დეტალების, მიდგომების დროის და მოცემულობის მიხედვით განახლება, თუმცა მთავარი ღერძი კვლავ  – სამოქალაქო საზოგადოება იქნება.

სამუშაო დავალება:

  1. საკომუნიკაციო სტრატრეგიის განახლებაში მონაწილეობა და სოციალურ ქსელებში კამპანიის განვითარების კრეატიული კონცეფციის შემუშავება
  2. სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული სარეკლამო ციფრული კამპანიის გეგმის შემუშავება (პოსტების სავარაუდო რუბრიკები, აუდიო, ვიდეო, ანიმაციური, ინფორმაციული ილუსტრირებული მასალის რაოდენობა და ყოველთვიური გეგმა);
  3. სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით კონტენტის შექმნა და სოციალურ ქსელში რეკლამირება;
  4. სხვადასხვა სოციალური პლატფორმის შედეგების ყოველთვიური, ხოლო კონტრაქტის დასასრულს შემაჯამებელი ანალიზი.

 ტენდერში მონაწილეობის პროცედურა: ტენდერში მონაწილეობის  მსურველმა – ციფრული მარკეტინგის ორგანიზაციებმა ან საინიციატივო ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კრეატიული კონცეფციის მონახაზი და არსებული კამპანიის ხედვა (შესაძლო თემატიკა და რუბრიკები, კამპანიისთვის მულტიმედიური ინსტრუმენტების ჩამონათვალი, სამიზნე აუდიტორიის მონახაზი);
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ ერთი საინფორმაციო მასალისა და ვიზუალის ნიმუში;
  • კომპანიის პორტფოლიო და გამოცდილება;
  • შესასრულებელი სამუშაოს ბიუჯეტი და ვადები.

იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს  შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმეთა (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა.
  • საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.

აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით 2021 წლის 29 მარტის 18:00 საათამდე, შემდეგ ელ–მისამართზე: a.jikia@civilin.org

სატენდერო კომისია ამ ტენდერში მონაწილეთა განაცხადებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • გამოცდილება – 20 ქულა;
  • კრეატიული კონცეფცია და ხედვა – 30 ქულა;
  • ერთი საინფორმაციო ნიმუში (პოსტის ტექსტი და ვიზუალი) – 30 ქულა;
  • მომსახურების ღირებულება – 20 ქულა.

საკონკურსო განაცხადებს განიხილავს სატენდერო კომისია, რომელიც დაუკავშირდება  ინტერვიუსთვის მხოლოდ შერჩეულ იურიდიულ პირებსა და საინიციატივო ჯგუფებს.

მონაწილეთათვის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა:

ტენდერში მონაწილეთათვის საინფორმაციო, საკონსულტაციო zoom შეხვედრა გაიმართება 2021 წლის 23 მარტს, 16:00 საათზე,  მსურველებმა უნდა შეავსოთ ელ–ფორმა 22 მარტამდე (), რათა მიიღოთ ონლაინ შეხვედრის ბმული, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 599 577 456