ტენდერი ვიდეო რგოლის დამზადებაზე – კამპანია ”ეს ქვეყანა შენია”

13.02.2020

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” ფარგლებში, აცხადებს ტენდერს ვიდეო-რგოლების სცენარების შექმნასა და მათ დამზადებაზე.

შესყიდვის საგანი: კამპანიის – „ეს ქვეყანა შენია” – შესახებ 2 საიმიჯო ვიდეო რგოლის დამზადება, რომელიც გაზრდის უშუალოდ კამპანიის ცნობადობას და ადამიანებს მასში ჩართვის მოტივაციას გაუჩენს.

რა არის კამპანია „ეს ქვეყანა შენია”?
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” პროექტის ფარგლებში, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების დაძლევის საკომუნიკაციო სტრატეგიის საფუძველზე შეიქმნა სამოქალაქო კამპანია – „ეს ქვეყანა შენია”. კამპანიის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის წარმოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაცია კამპანის აქტივობებსა და სტრატეგიაზე:
ა) მიმდინარე აქტივობები:

  • მიმდინარეობს აქტიური კამპანია სოციალურ ქსელში. იხ ფბ გვერდი „ეს ქვეყანა შენია”
    https://www.facebook.com/Thiscountryisyours/
  • კამპანიის ფარგლებში საქართველოს 11 რეგიონულ არხზე გადის გადაცემათა ციკლი „ეს ქვეყანა შენია”
    https://www.youtube.com/channel/UC-tF8oPX9HQ5Po3bZ6LvL7A
  • კამპანიის ფარგლებში აქტიურად გადაცემები და სიუჟეტები ცენტრალურ მედიაში
    https://www.youtube.com/channel/UC-tF8oPX9HQ5Po3bZ6LvL7A

ბ) სტრატეგია:

  • საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების დაძლევის საკომუნიკაციო სტრატეგიის მესიჯბოქსი
    https://drive.google.com/file/d/1WTe8JrfOq5sYo5QUeXrOblvK4Jwv9GqI/view?usp=sharing.

მოთხოვნები:

საკონკურსო სცენარი და ვიდეო რგოლი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • უნდა ეყრდნობოდეს კამპანია „ეს ქვეყანა შენიას” კონცეფციას;
  • უნდა ასახავდეს კამპანიის არსს;
  • უნდა აკმაყოფილებდეს ცენტრალურ ტელევიზიებში განსათავსებელ ტექნიკურ მოთხოვნებს;
  • ხელს უნდა უწყობდეს კამპანიის პოპულარიზაციას;
  • კამპანიაში ჩართვის მოტივაციას უჩენდეს მაყურებელს;
  • 2 სცენარისა და შესაბამისად, 2 ვიდეო–რგოლის მომზადება;
  • თითოეული ვიდეო რგოლის ქრონომეტრაჟი – 40-45 წმ (ასევე თითოეულის მოკლე ვერსია 18–20 წმ.).
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიულ პირს, ფიზიკურ პირს ან პირების (საინიციატივო) ჯგუფს.

პირობები:

  • სცენარის და ვიდეო რგოლის შექმნაში მონაწილე პირების ან ჯგუფის წევრების გამოცდილების აღწერა და რეზიუმეები;
  • საპროექტო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს სცენარის კონცეფციას და ნათლად უნდა ასახავდეს ვიდეო რგოლის შინაარსს და ძირითად გზავნილებს (წარმოდგენილი უნდა იყოს 2 სცენარის კონცეფცია);
  • მსგავსი გამოცდილების ამსახველი ნიმუში (სასურველია 3 ნიმუში);
  • ბიუჯეტი (საერთო ბიუჯეტთან ერთად უნდა წარმოადგინონ ერთეულის ფასი) და სამუშაოს შესრულების განრიგი.

შერჩეულმა მონაწილემ დამატებით უნდა წარმოადგინოს:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმეთა (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა;
  • საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.

განაცხადის წარდგენის ვადა და პროცედურა

დაინტერესებულმა პირებმა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა გამოაგზავნონ 2020 წლის 28 თებერვალი, 18:00 საათამდე, შემდეგ ელ–ფოსტაზე: g.avazashvili@civilin.org

გაცნობებთ, რომ 2020 წ. 20 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართება საინფორმაციო/ საკონსულტაციო შეხვედრა კონკურსში მონაწილეობის მსურველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან. მის.: 26 მაისის მოედანი 2, V სართული, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ოფისი.
შეფასების ცხრილი
შეფასების კომპონენტი შეფასების წონა
შესაბამისობა კამპანიასთან 30%
კრეატიულობა 30%
ადეკვატურობა (განხორციელების რეალურობა) 20%
ბიუჯეტი 20%

 

საკონკურსო განაცხადებს განიხილავს სატენდერო კომისია, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ აპლიკანტებს. გთხოვთ, დამატებითი კითხვებისთვის მიმართოთ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს: თემურ ჯალიაშვილს, temuri@civilin.org, ტელ: 599 759 724.

მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ

აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში. პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს (CSI) კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით არსებულ კონსორციუმთან ერთად. კონსორციუმში ასევე შედიან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

https://csogeorgia.org/ge/pages/evrokavshiri-sakartvelostvis

https://www.facebook.com/CSSIGE/?hc_location=ufi