სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს მიღებას ონლაინ სასწავლო კურსზე – „საზოგადოებრივი ორგანიზაციების (არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირების) ფინანსური აღრიცხვა ანგარიშგება და საგადასახადო საკითხები“.
კურსის მიზანია მსმენელებს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების ფინანსური მართვის საკითხებზე. კურსი ორიენტირებულია მსმენელების კომპეტენციის და უნარების განვითარებაზე. ლექციებში დაწვრილებით განხილულია ფინანსური პრობლემატიკის თეორიული ქეისები და პრაქტიკული მაგალითები, ასევე მათი გადაჭრის ალტერნატივები და პრაქტიკაში დანერგვის მეთოდები.
კურსი განკუთვნილია საზოგადოებრივი ორგანიზაციების (არასახელმწიფო ა(ა)იპ – ების ) დამწყები და გამოცდილი ფინანსისტებისთვის, აგრეთვე ბუღალტრებისათვის. ონლაინ კურსის საშუალებით მონაწილეები შეძლებენ მიიღონ ცოდნა ისეთ საკითხებზე როგორიც არის: კერძო სამართლის იურიდიული პირების შემოსავლის წყაროების ფინანსური მართვა; ფინანსური ანგარიშების მომზადების სტანდარტები; მარაგების აღრიცხვა და გრძელვადიანი აქტივები; სამუშაო დროის აღრიცხვა/„თაიმ-შიტები“ და მასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები; პროექტის(მათ შორის საგრანტო პროექტების) აქტივობების ფინანსური მართვა და ადმინისტრაციული ხარჯების განაწილება; ორგანიზაციების სააღრიცხვო პოლიტიკა; საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო დაბეგვრის საკითხები.
სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები და დავალებები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეს თავად შეუძლია დროის გადანაწილება. სწავლა დაიწყება სექტემბერში და დასრულდება ნოემბერში. კურსს გაუძღვება დავით ტივიშვილი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ფინანსური მენეჯერი, საგადასახადო ექსპერტი, ეკონომიკის დოქტორი.
კურსზე სწავლა არის უფასო, წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი
ონლაინ კურსზე რეგისტრაცია:
კურსზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.
აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ბმული: https://forms.gle/M5dDV23yTQXRockd6
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 11 აგვისტო, 2024 წელი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12, საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი.
მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ
კურსი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:
1. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.
3. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).