სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს სრულ განაკვეთზე მომუშავე ასისტენტ-მკვლევარის პოზიციაზე ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები:
1. პროექტის გუნდის მხარდაჭერა პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების პროცესში;
2. საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ფასილიტაცია;
3. ორგანიზაციის საქმიანობის სფეროებთან დაკავშირებულ თემებზე კვლევების წარმოება, მონაცემების ანალიზი და დამუშავება;
4. საჭიროების შემთხვევაში, საუკეთესო პრაქტიკების და ადგილობრივი გამოცდილების მოკვლევა-მოძიება;
5. ანალიტიკური სტატიების, კვლევის ანგარიშებისა და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება;
6. საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სხვადასხვა პროექტში კონტრიბუცია, ანალიზისა და კვლევის კუთხით;
7. საჭიროების შემთხვევაში, პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების თარგმნა;
8. ვიზუალური და ინფორმაციული მასალების მომზადება და გავრცელება (პრეს-რელიზი, დღის წესრიგი, საინფორმაციო პაკეტები და ა.შ.);
9. პროექტული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
10. პროექტული ანგარიშების მომზადება/თარგმნა;
11. სამიზნე ჯგუფებთან, ბენეფიციარებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია;
12. საპროექტო განაცხადების წერის პროცესში მონაწილეობა;
13. საველე ვიზიტებში მონაწილეობა (საქართველოს 10 რეგიონის მასშტაბით).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებების, საჯარო მართვის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
• სასურველია ანალიტიკური სტატიების წერის / პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის გამოცდილება;
• მნიშვნელოვანია, კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ და ქართულ ენაზე;
• კვლევების ჩატარების უნარი და გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
• სასურველია ღია მონაცემების ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
• ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
• შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• გუნდური მუშაობის უნარი.
განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n.samsonidze@civilin.org
1. CV (ინგლისურ ენაზე)
2. სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, რომელშიც მითითებული იქნება, თუ რატომ ხართ დაინტერესებული აღნიშნული სამუშაოთი და რატომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 10 აგვისტო.
არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ასისტენტ-მკვლევარი.