ვაკანსია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში

02.06.2015

ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. სავალდებულო მოთხოვნები:

1.უმაღლესი იურიდიული განათლება – მაგისტრის ხარისხი;

2.ინგლისური ენის (წერითი და ზეპირი უნარჩვევები) სრულყოფილად ფლობა;

3.უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც:

4.აქვთ სამუშაო გამოცდილება იურიდიული დოკუმენტების შექმნის კუთხით.

5.აქვთ სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული/საჯარო სამართლის მიმართულებით.

6.აქვთ პროექტების მართვის გამოცდილება.

7.ფლობს გუნდური მუშაობის და თვით ორგანიზების უნარებს.

იურისტის ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და მართვა;
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
  • საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების წერა/შედგენა;
  • პროექტული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
  • პროექტების და ანგარიშების წერა, კომუნიკაცია დონორ ორგანიზაციებთან;
  • ურთიერთობის წარმოება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ვაკანსიების რაოდენობა: 1
განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2015 წლის 22 ივნისი.

აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ საკუთარი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: archil@civilin.org
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: 26 მაისის მოედანი #2, თბილისი.
ტელეფონი: 0322 365 675