Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home3/civilino/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
არასამეწარმეო იურიდიული პირების დაბეგვრის თავისებურებები საქართველოში - Civil Society Institute

არასამეწარმეო იურიდიული პირების დაბეგვრის თავისებურებები საქართველოში

31.08.2012

31 აგვისტოს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, სადაც წარადგინეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაბეგვრის თემაზე შექმნილი გზამკვლევი. გზამკვლევის ზოგად ნაწილში მოცემულია ინფორმაცია არასამეწარმეო იურიდიული პირის (ააიპ) დაარსების, საქმიანობის სამართლებრივი ასპეტებზე, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციის საქმიანობის მარეგულირებელ ნორმებზე, არასამეწარმეო იურიდიული პირების შემოსავლის წყაროებზე და ა.შ.

დოკუმენტის კერძო ნაწილში ყურადღება გამახვილებულია სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციათა დაბეგვრის თავისებურებებსა და იმ შეღავათებზე, რომლებიც დაკავშირებულია არასამეწარმეო იურიდიულ პირებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობასთან.

გზამკვლევი მომზადდა “აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა” და მის მიერ მართული პროექტის – “საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების” (G-PAC) ფარგლებში. დოკუმენტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირების ფინანსურ სტაბილურობას და ასევე დაეხმაროს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, კანონით გათვალისწინებული საგადასახადო უფლებების და ვალდებულებების რეალიზებაში.