Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home3/civilino/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობით დაკავებული უკიდურეს სიღარიბეში მაცხოვრებელი მოსახლეობის საარსებო პირობების გაუმჯობესება და დასაქმებულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა - Civil Society Institute

დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობით დაკავებული უკიდურეს სიღარიბეში მაცხოვრებელი მოსახლეობის საარსებო პირობების გაუმჯობესება და დასაქმებულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა

18.05.2012

უკვე ერთი წელია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ოქსფამი საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს აგრო პროექტს, რომლის მიზნია სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნოლოგიების შემოღების ხელშეწყობა, სოფლისმეურნეობით დაკავებული ღარიბი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და სასოფლო სამეურნეო უნარ-ჩვევების განვითარება.

ამ მიზნის მისაღწევად სამეგრელოსა და მთიანი აჭარის რეგიონებში ჩამოვაყალიბეთ ფერმერთა ჯგუფები – მეკარტოფილეთა და მეფუტკრეთა ჯგუფები ზემო აჭარაში; მესათბურეთა და მესაქონლეთა ჯგუფები სამეგრელოში. თითეული ჯგუფის ფერმერებს გადაეცათ შესაბამისი საწყისი საწარმოო კაპიტალი ფერმერული მეურნეობის წარმოებისათვის – თესლის, სასუქების, პესტიციდების, ფუტკრის ოჯახების, სკების და სპეციალური ინვენტარის სახით.

საწარმოო საშუალებების გადაცემის პარალელურად პროექტი ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების გაცნობასა და სწავლებას, აგრო პროცესში კონსულტირებას, მოსავლის მოწევის შემდეგ გასაღების ბაზრებთან დაკავშირებას. სამომავლოდ კი პროექტი ითვალისწინებს ფერმერთა ასოციაციების და კოოპერატივების შექმნასაც.

დღეისათვის პროექტმა მოიცვა 232 ბენეფიციარი აჭარისა და 447 ბენეფიციარი სამეგრელოს რეგიონში.