დისკუსია თემაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემო

25.06.2013

სამცხე-ჯავახეთი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით ახალციხეში, დემოკრატ მესხთა კავშირის ოფისში მრგვალი მაგიდა “დისკუსია თემაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემო” – გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიების ფარგლებში განიხილეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემო – მოხალისეობის საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა და დისკუსია მოხალისეობის საკითხებზე; საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაბეგვრის თავისებურებები-გამოწვევები და პერსპექტივები.

გაიმართა დისკუსიაც, მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და შენიშვნები განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. დისკუსიის ბოლოს გაიმართა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ პორტალის – www.csogeorgia.org– პრეზენტაცია.