დასრულდა საგრანტო განაცხადების განხილვა. საგრანტო კონკურსი 29 ოქტომბერს გამოცხადდა და 16 ნოემბერს დასრულდა.
საგრანტო კონკურსში სულ შემოვიდა 9 საპროექტო განაცხადი. საგრანტო კომისიამ რომლის წევრებიც იყვნენ ონლაინ სასწავლო კურსების ლექტორები: იაგო კაჭკაჭიშვილი, ოთო კიკვაძე, ვაჟა სალამაძე და მოწვეული ექსპერტი დათო ლოსაბერიძე, 2 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა:
1. სამოქალაქო საზოგადოება მდგრადი განვითარებისთვის – “საჯარო ფინანსების ხარჯვის მონიტორინგი სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ პერიოდში”
2. CRRC საქართველო – “მოხალისეობა განვითარებისთვის, ქართველ ახალგაზრდებში მოხალისების ხელშეწყობა და წახალისება”
შეგახსენებთ რომ ქვეგრანტები გაიცემა ონლაინ სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობის გაძლიერება და პოლიტიკის დიალოგში მათი ჩართულობის ხელშეწყობა.