გამოვლინდა გამარჯვებულები ბლოგერების კონკურსში, რომელიც გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით, სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას” ფარგლებში.
კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 19 ნაშრომი/ბლოგი. კომპეტენტურმა ჟიურიმ – ჯიმშერ რეხვიაშვილის, დავით პაიჭაძეს, თემურ ჯალიაშვილის და ნინო სამსონიძის შემადგენლობით, გამოავლინა საუკეთესო ნაშრომები.
საპრიზო ადგილები გამარჯვებულებს შორის ასე გადანაწილდა:
I ადგილი: 1 000 ლარი – ნინო ვართაპეტიანის ბლოგ-პოსტი – „ქვაბისხევი…” –
ჟიურის შეფასება: ყველაზე უკეთესად პასუხობს კონკურსის მიზნებს, რომელთა შორისაა სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებების დამკვიდრება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის წამოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა. ავტორს თვალსაჩინოდ აქვს ნაჩვენები სამოქალაქო აქტივიზმის ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელმაც რეალურად გააუმჯობესა როგორც სოფლად მცხოვრები ადამიანების ყოფა, ასევე ხელი შეუწყო გარემოზე ზრუნვას. ნამუშევარი უდავოდ უწყობს ხელს სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი ღირებულებების რწმენის განმტკიცებას, რომ არ არსებობს სამოქალაქო აქტივიზმი მოქალაქეებზე ზრუნვის გარეშე.
georgianmediablog.wordpress.com/2020/03/23/ქვაბისხევი-ტურისტული-და/
II ადგილი: 700 ლარი – ანა გვალია ბლოგ-პოსტი „სამოქალაქო აქტივიზმისა და პასუხისმგებლობის როლი ქვეყნის განვითარებაში”,
ჟიურის შეფასება: ბლოგში ავტორი გველაპარაკება მოქალაქის უფლებებისა და მოვალეობების რეალიზაციის აუცილებლობაზე, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაუაზრებლობა ყველაზე მეტად აფარხებს ქვეყნის განვითარებას და რომ განათლებული, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით განმსჭვალული ადამიანი აქტიურია ყველა საფეხურზე: ლოკალურზე, რეგიონალურზე და გლობალურზე.
anyasworld24.blogspot.com/2020/03/its-hard-to-beat-system-when-were.html?m=1
III ადგილი: 500 ლარი – ანი ცინცაძე ბლოგ-პოსტი „ეს ქვეყანა ჩემი, შენი, ჩვენია!”
ჟიურის შეფასება: ბლოგი ეხება უაღრესად მნიშნელოვან პრობლემას – საბჭოთა წარსულს, რომელიც წლებია არ გვანებებს თავს და წარმოადგენს მნიშვნელოვან წინააღმდეგობას თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის გზაზე, რადგანაც, როგორც ბლოგ-პოსტში ვკითხულობთ, მოქალაქეობის გრძნობა აბსოლუტურად უცხოა საბჭოთა ადამიანისათვის. არსებითად სწორი დასკვნაა: საქართველოს საბჭოთა გამოცდილება, საბჭოთა ადამიანი ,არის სახე იმისა,თუ როგორი არ უნდა ვიყოთ და რას უნდა ვებრძოლოთ საკუთარ თავში ყველაზე დიდი მონდომებითა და ძალით.
m.facebook.com/notes/ani-tsintsadze/ეს-ქვეყანა-ჩემიშენიჩვენია-/3136542626397324/
III ადგილი: 500 ლარი – ლანა კაპანაძე ბლოგ-ბოსტი – „ეს ქვეყანა შენია”
ჟიურის შეფასება: ბლოგი შეგვახსენებს, რომ რეალურად ქვეყნის თავისუფლება დგას ცალკეული, მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე ადამიანებზე, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგაც ინარჩუნებენ თავისუფლების მუხტს. “თერგდალეულები” და “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” ამის კარგი მაგალითია. ვიდრე სამოქალაქო აქტივიზმი ცოცხალია, ცოცხალია თავისუფლების იდეა.
intermedia.ge/სტატია/126002-ეს-ქვეყანა-შენია/
კონკურსის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებების დამკვიდრება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის წამოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა. ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აღნიშნულ პროცესში თითოეული მოქალაქის მიერ მისი როლისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე.
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია” მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” ფარგლებში. პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.