Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home3/civilino/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
გამოვლინდა ხელვაჩაურის ახალგაზრდული კონკურსის გამარჯვებული გუნდი - Civil Society Institute

გამოვლინდა ხელვაჩაურის ახალგაზრდული კონკურსის გამარჯვებული გუნდი

09.10.2023

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული ახალგაზრდული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსის ფარგლებში შემოვიდა საკონკურსო 4 განაცხადი. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო ჩხაიძე, თეონა დიასამიძე, ნათია აფხაზავა და თემურ ჯალიაშვილი, გამარჯვებულად მარიამ ბოლოქვაძის და ნიკოლოზ უშარიძის განხორციელებული აქტივობა მიიჩნია, რომელიც მათი აზრით, უკეთ პასუხობს კონკურსის მიზნებს – ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდას და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობას.

გამარჯვებული იდეის ავტორებმა – მარიამ ბოლქვაძემ და ნიკოლოზ უშარიძემ, ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში განახორციელეს სამოქალაქო აქტივიზმის კამპანია „ფემინიზმი“. ახალგაზრდებმა ფემინიზმთან დაკავშირებული სტერეოტიპული წარმოდგენების შესაცვლელად და ადგილობრივი მოქალაქეების ცნობიერების ასამაღლებლად არაერთი აქტივობა განახორციელეს.

კონკურსი ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ – ფარგლებში, გერმანული ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (BFTW) მხარდაჭერით.