სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა მოამზადა გზამკვლევი – „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება”. სახელმძღვანელო ეძღვნება არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებასა და ანგარიშგების მომზადებას.
პუბლიკაცია მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის თეორიულ საფუძვლებს, მატერიალური მარაგის, ასევე ძირითადი საშუალებების, სახელმწიფო გრანტების აღრიცხვის საკითხებს და ა.შ.
მსგავსი ტიპის გზამკვლევის შექმნა პირველი პრეცედენტია საქართველოში, ამიტომაც ავტორები მზადყოფნას გამოთქვამენ ყველა დაინტერესებული პირისგან მიიღონ წინადადებები.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა აღნიშნული პუბლიკაცია მოამზადა „აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის – „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების” – ფარგლებში.