Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home3/civilino/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
გზამკვლევი: სოციალური საწარმოებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირებისთვის - Civil Society Institute

გზამკვლევი: სოციალური საწარმოებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირებისთვის

11.10.2020

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა გამოსცა გზამკვლევი სოციალური საწარმოებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირებისათვის.

საქართველოს საკანონმდებლო აქტები არ იცნობს სოციალური საწარმოსა და სოციალური მეწარმეობის ცნებებს, თუმცა საქართველოში ფუნქციონირებენ სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ სოციალურ მეწარმეობას. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებისა და დამკვიდრებული საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით განახორციელონ სოციალური მეწარმეობა. სოციალურ საწარმოში იგულისხმებიან ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ფუნქციურად მოიაზრებიან სოციალურ საწარმოებად და რომელთა ეკონომიკური საქმიანობაც უპირატესად სოციალური მიზნების მიღწევას გულისხმობს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებშიც იგულისხმებიან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, ძირითად საქმიანობასთან ერთად უფლება აქვთ, განახორციელონ კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის, დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა. ამასთან, დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება ატარებდეს ან არ ატარებდეს სოციალური მეწარმეობის ხასიათს.

ეს გზამკვლევი განკუთვნილია როგორც სოციალური მეწარმეობის განმახორციელებელი სუბიექტების, ისე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის. გზამკვლევი მოიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივი მართვის, ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგებისა და საგადასახადო ადმინისტრირების საკითხებს.

გზამკვლევი შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ (ავტორები: ინსტიტუტის მთავარი იურისტი ლევან ფანიაშვილი, ინსტიტუტის ფინანსური მენეჯერი დავით ტივიშვილი) სოციალურ საწარმოთა ალიანსთან თანამშრომლობით და არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისი ცენტრის (ICNL) მხარდაჭერით.

გზამკვლევი …