იდეები ბათუმისთვის

03.02.2022

სამოქალაქო საზოგადოების ისტიტუტი მხარს უჭერს პროექტს „შენი იდეა ბათუმს“, რომელსაც ბათუმის მერია 2019 წლიდან ახორციელებს. „შენი იდეა ბათუმს“ არის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი, რომლის მიზნია ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმარებასა და მართვაში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის ხელშეწყობა. მისი განხორციელება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამის (GGI Georgia) მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

პროექტის ძირითად პლათფორმას წარმოადგენს სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი https://idea.batumi.ge, სადაც ხდება მოქალაქეების, მათი იდეების რეგისტრაცია, საინტერესო იდეებისთვის ხმის მიცემა და მათგან გამარჯვებულების გამოვლენა. გამარჯვებული იდეები, შემდეგ, ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახება.

პროექტში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მონაწილეობა მოიცავს ბათუმის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის ეფექტურად წარმართვაში, კერძოდ:

  • მონაწიელობითი ბიუჯეტის რეგულაციების შემუშავებასა და ინსტიტუტუცინალიზაციას;
  • მუნიციპალიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებას;
  • ფართო საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა-განხორციელებას;
  • პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის სტიმულირებას;
  • პროცესის ციკლის შეფასებას, მონიტორინგსა და რეკომენდაციების შემუშავებას.

პროექტის პოპულარიზაციის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა დაგეგმა და განახორციელა აქტიური საინფორმაციო კამპანიები, რაც გულისხმობდა საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, სატელევიზიო და რადიო გაშუქებას, პოპულარულ მედია გამომცემლობებში სტატიების განთავსებას, საინფორმაციო ვიდეობის დამზადებასა და გავრცელებას, პრომო მასალების მომზადებას, გავრცელებასა და სოციალური მედიის მართვას.

მთლიანობაში, ბათუმის მუნიციპალიტეტეტში, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, მოქალაქეებმა დაარეგისტრირეს 185 იდეა, ხმის მიცემის პროცესში ჩაერთო, დაახლოებით, 20 000 მოქალაქე, გამარჯვებულად გამოცხადდა და ქალაქ ბათუმის ბიუჯეტში აისახა 21 იდეა.

რაც, ასევე, მნიშვნელოვანია, 2021 წლის აგვისტოში ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო დადგენილება, ბათუმის მონაწილეობითი ბიუჯეტის რეგულირების წესის შესახებ, რომლის მიხედვითაც მოქალაქეთა მონაწილეობის ზემოთ მოყვანილი მექანიზმი სავალდებულო გახდა. ეს ერთ-ერთი წინგადადგმული და მდგრადი ნაბიჯია ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერების თვალსაზრისით.

ბათუმის მონაწიელობითი ბიუჯეტის მხარდაჭერა შესაძლებელი გახდა პროექტის – „ბათუმის მერიის მხარდაჭერა 2019-2022 წლების მონაწილეობითი ბიუჯეტის დანერგვაში, ინსტიტუციონალიზაციასა და განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით“ – ფარგლებში, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამის (GGI Georgia) მხარდაჭერით ახორციელებდა.