ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობა – ახალი პერსპექტივები

05.07.2008

2008 წლის 3-5 ივლისს, ბაზალეთის სასტუმრო კომპლექს “ბაზალეთში” “არასამეწარმეო სამართლის ევროპულმა ცენტრმა” (ECNL) “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან” თანამშრომლობითა და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით გამართა რეგიონალური კონფერენცია: “ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობა – ახალი პერსპექტივები”.

კონფერენცია მიზნად ისახავდა მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთობების განვითარებას, იმ სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმების გაუმჯობესების ხელშეწყობას, რომელიც გავლენას ახდენს ამ ურთიერთობებზე.

რეგიონალური კონფერენცია გაიმართა პროექტის – “სამოქალაქო აქტივობის საკანონმდებლო ჩარჩოების გაძლიერება გაერთიანების უფლების გზით” – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “არასამეწარმეო სამართლის ევროპული ცენტრი” (ECNL) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აზერბაიჯანში, მოლდოვაში, სომხეთსა და საქართველოში. საქართველოში “არასამეწარმეო სამართლის ევროპული ცენტრის” (ECNL) პარტნიორია “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი”.

რეგიონალურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროექტის მონაწილე მხარაეები, ასევე მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპერტები, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

  • მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობის მექანიზმები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერის სამთავრობო სტრატეგია;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების პერსპექტივები.