სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, რუმინულ ორგანიზაციასთან „სამოქალაქო რესურსების ცენტრთან“ (CRC) ერთად ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია კრიზისულ სიტუაციებში მდგრადი სათემო ჯგუფების შექმნის და რეაგირების გამოცდილების შესწავლა.
კერძოდ, საქართველოსა და რუმინეთში ტარდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად განხორციელებული ღონისძიებების კვლევა, რომლის მიზანია, აღნიშნულ პროცესებში სამოქალაქო სექტორსა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის მაგალითების შესწავლა–გაანალიზება და გამოწვევების გამოვლენა.
პროექტის ფარგლებში მომზადდა ვიდეო, რომელიც ასახავს უკრაინელების დასახმარებლად განხორციელებულ აქტივობებს.
პროექტის – „კრიზისულ სიტუაციებში მდგრადი სათემო ჯგუფების შექმნა. საქართველოს და რუმინეთის სამოქალაქო საზოგადოების გამოცდილება“ (Building Resilient Communities in Crisis Situations. The Romanian and Georgian civil society experience) – პარტნიორი საქართველოდან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტია და ხორციელდება რუმინული არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების პლატფორმის (FOND) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.