დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოხალისეობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1985 წელს გაერომ 5 დეკემბერი მოხალისეთა მიმართ მადლიერების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
მოხალისეობა, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის განმარტების მიხედვით, პირის თავისუფალი ნების საფუძველზე ანაზღაურების გარეშე შესრულებელი ფართო სპექტრის საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაა. დღეს მოხალისეებს შეხვდებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოციალური სფერო, გარემოსა და ადამიანის უფლებათა დაცვა, ჰუმანატარული დახმარება, ჯანმრთელობის დაცვა, სიღარიბის აღმოფხვრა და სხვ.
მოხალისეობის მნიშვნელობაზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ ევროსაბჭოს გენერალურმა ასამბლეამ 2001 წელი მოხალისეობის საერთაშორისო წლად გამოაცხადა და რეკომენდაციით მიმართა წევრ სახელმწიფოებს, “გამოავლინონ და აღმოფხვრან ყველა ხელშემშლელი ფაქტორი, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ აფერხებს მოხალისეობის განვითარებას” და “მიანიჭონ მოხალისეებს სამართლებრივი სტატუსი და სოციალური დაცვის ადექვატური გარანტიები.”
საქართველოს კანონმდებლობაში არ გვხვდება მოხალისოების არა თუ წამახალისებელი, არამედ თვით მარეგულირებელი დებულებებიც კი. მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს მოხალისის სტატუსს და არაფერს ამბობს მოხალისის სამართელებრივ და სოციალურ გარანტიებზე.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა განახორციელა კვლევა მოხალისოების შესახებ. კველევაში ლაპარაკია მოხალისეობის რეგულირების აუცილებლობასა და იმ სამართლებრივ დარბკოლებებზე, რომელიც სფეროს დაურეგულირებლობას თან ახლავს. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აგრძელებს მოხალისოების რეგულირებაზე მუშაობას. ამ მიზნით იგი თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორაგნიზაციებსა და სახელისუფლო ორგანოებთან. დაგეგმილია მოხალისოების შესახებ კანონპროექტის შემუშავება.
სამოქალაქო საზოგადეობის ინსტიტუტს სჯერა, რომ მოხალისეთა სამუშაო მოტივაციასა და ძალას შეუძლია, ორგანიზაციების საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა უფრო ქმედითი და ეფექტური გახადოს. ორგანიზაცია ულოცავს მოხალისეებს მოხალისეობის საერთაშორისო დღეს და მადლობას უხდის მათ.