სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) ფონდ EED-ის მხარდაჭერით განახორციელა მოხალისეობის სფეროს სამართლებრივი კვლევა მოხალისეობა–საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველო. აღნიშნული მოიცავს მოხალისეობის არსის, ფუნქციის განსაზღვრას, მოხალისეობის საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზსა და საქართველოში მოხალისეობის შესახებ სამართლებრივი ბაზის შექმნისთვის საჭიროებების გამოვლენას. შესაბამისად, კვლევის მიზანია მოხალისეობის მნიშვნელობის, სარგებლის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოებისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილების გაზიარება და იმ ზოგადი ჩარჩოების წარმოჩენა, რომელიც ხელს შეუწყობს მოხალისეობისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნას.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) მუშაობს მოხალისეობის შესახებ საკანონმდებლო წინადადებების მომზადებისა და მისი ლობირების მიმართულებით.