სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ოფისში გაიმართა საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ შემუშავებული მოხალისეობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის პროექტი, რომელიც მოიცავს მოხალისეობის შესახებ საქართველოს კანონისა და საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტებს.
აღნიშნული კანონპროექტები მიზნად ისახავს მოხალისის, მასპინძელი ორგანიზაციისა და მესამე პირების სამარათლაურთიერთობის რეგულირებას, ერთი მხრივ, და მოხალისეობასთან დაკავშირებულ საგადასახადო შეღავათების დაწესებას, მეორე მხრივ.
შეხვედრაზე მყოფ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების წინდადებებისა და შენიშვნების შედეგად ხსენებულ კანონპროექტებს მიეცა საბოლოო სახე. დაგეგმილია მათი განხილვა სხვადსხვა აქტორებთან.