სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ახალი სახელმძღვანელო მონაწილეობითი ბიუჯეტირების მონიტორინგისა და შეფასების შესახებ. მისი მიზანია დაეხმაროს მუნიციპალიტეტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბიუჯეტირების პროცესის განხორციელებაში.
სახელმძღვანელოში დეტალურად არის მიმოხილული როგორც მონიტორინგის, ისე შეფასების პროცესის არსი, მნიშვნელობა და მიზნები. რაც შეეხება შეფასებას, სახელმძღვანელოში განხილულია შეფასების ორი სახის მიდგომა, რაც, თავის მხრივ, მუნიციპალიტეტს აძლევს როგორც ერთ-ერთის არჩევის, ისე – მათი კომბინირების საშუალებას.
შესაბამისად, დღეს, როდესაც აქტიურად ხდება მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვა, სახელმძღვანელო მნიშვნელოვან დამატებით რესურსს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების წარმატებით დანერგვის პროცესში.
წინამდებარე სახელმძღვანელო მომზადდა „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარების“ (მეორე ფაზა) პროექტის ფარგლებში, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ (BftW) მხარდაჭერით .