მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია

30.09.2020

23, 24 და 28 სექტემბერს, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში , პროექტის –  „ადგილობრივი აქტორების მდგრადი განვითარება საქართველოში”  – ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის – „გახდი პასუხისმგებლიანი მოქალაქის” ეგიდით ჩატარებული სამოქალაქო მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციები გაიმართა.

სამოქალაქო მონიტორინგის მიმართულებით პროექტის ფარგლებში 35 ახალგაზრდა გადამზადდა. ტრენინგის მონაწილეებს შორის ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კი შერჩეულ იქნა სამი საინიციატივო ჯგუფი. რომლებმაც სამოქალაქო მონიტორინგი ერთმანეთისგან განსხვავებული მიმართულებით ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში განახორციელეს.

სამოქალაქო მონიტორინგის პირველი ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში მონიტორინგი განხორციელდა ხელვაჩაურის მერიის მხრიდან მოქალაქეებისთვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის დასადგენად, საქმიანობის საჯაროობის კვლევასა და არსებული ხარვეზების გამოვლენად.

მეორე ჯგუფიმა განახორციელა ბათუმის მერიის „ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური”-ს სამართლებრივი დოკუმენტების მონიტორინგი; შეხვდა დარგის სპეციალისტებს და მიიღო ინფომრაცია სახანძრო უსაფრთხოების ნორმებისა თუ სტანდარტების შესახებ, ასევე ჩაატარა ონლაინ გამოკითხვა სახანძრო უსაფრთხოების კუთხით მოქალაქეთა ცნობიერების განმსაზღვრის მიზნით.

მესამე ჯგუფმა შეისწავლა ქალაქში არსებული გამწვანებული ტერიტორიები (პარკები, სკვერები, ღია სივრცეები) და აღმოაჩინა ახალი სივრცეები, რომლის გამწვანება და სხვადსხვა სახის საზოგადოებრივი სივრცის სტატუს მინიჭება იქნება შესაძლებელი.

ახალგაზრდებმა ჩატარებული სამოქალაქო მონიტორინგის შედეგები გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს პრეზენტაციის სახით წარუდგინეს, სადაც შედეგებთან ერთად შესაბამისი დარგის ექსპერტთებთან კონსულტაციის საფუძველზე მათ მიერ შედგენილი რეკომენდაციებიიც გააცნეს.

CSI მადლობას უხდის პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს – დავით ხილაძე, აზა გაბუნია, გიორგი ბოლქვაძე, დარიკო შაინიძე, თათია ქათამაძე, ქრისტინე გურგენიძე, ნინო ლომაია, თორნიკე ქათამაძე, გია ჩხაიძე, ია ქათამაძე, თამთა სურმანიძე – და განარგრძობს მათ მხარადაჭერას დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის.

სამოქალაქო მონიტორინგი განხორციელდა პროექტ „ადგილობრივი აქტორების მდგრადი განვითარება საქართველოში”-ს ფარგლებში შემუშავებული ქვე პროექტის – „გახდი პასუხისმგებლიანი მოქალაქე”-ს ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია „პური მსოფლიოსთვის”.