მოქალაქეთა იდეები მუნიციპალიტეტებს

20.09.2022

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აქტიურად აგრძელებს საქართველოში სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვის ხელშეწყობას.

ამჟამად, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)  გერმანულ ორგანიზაციასთან ერთად “პური მსოფლიოს“ მხარს უჭერს პროექტის ჩოხატაურის და გორის მუნიციპალიტეტებში დანერგვას. აღნიშნული მხარდაჭერა გულისხმობს მუნიციპალიტეტების დახმარებას საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვაში და განხორციელებაში პროექტის ყველა მნიშვნელოვან, მათ შორის იდეების რეგისტრაციის და ხმის მიცემის ეტაპებზე. მხარდაჭერა მოიცავს საკომუნიკაციო მასალების მომზადებას, სოციალურ მედიაში კომუნიკაციას და რეკლამირებას.

ამჟამად ორივე მუნიციპალიტეტში დასრულებულია მოქალაქეების მიერ იდეების წარდგენა და მიმდინარეობს ხმის მიცემა. გამარჯვებული იდეების განხორციელება კი მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუეჯეტიდან დაფინანსდება.