Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home3/civilino/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივ განვითარებაში - Civil Society Institute

მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივ განვითარებაში

27.04.2023

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), 25–26 აპრილს, ბათუმსა და ხელვაჩაურში გამართა შეხვედრები ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ. მასში მონაწილეობას იღებდნენ ბათუმსა და ხელვაჩაურში მცხოვრები ახალგაზრდები. შეხვედრებზე განიხილეს ადგილობრივი განვითარების პროცესში ჩართული აქტორების როლი და მნიშვნელობა, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურა და უფლებამოსილებები, ასევე ბათუმის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში დანერგილი მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო პრაქტიკულ სამუშაოებს: გამოავლინეს თემში არსებული პრობლემები, მისი დაძლევის გზები და მიზანი. მონაწილეებმა ერთად დაგეგმეს აქტივობები, განსაზღვრეს დაინტერესებული მხარეები და მოამზადეს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წერილები.

მუნიციპალიტეტებში გამართულ შეხვედრებს 40–მდე ახალგაზრდა დაესწრო. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ გამართული ღონისძიების მხარდამჭერია გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“.