რეკომენდაციები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონების მართვის საკითხებზე

12.01.2018

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალმა პროექტის „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოში” ფარგლებში, მოამზადა ზოგადი განმარტებები და რეკომენდაციები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრებისთვის საერთო ქონების განვითარების, მართვის და განკარგვის საკითხებთან დაკავშირებით. 

პროექტს „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიას, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში” ახორციელებს გერმანული ორგანიზაცია „საბინაო მეურნეობის ინიციატივა აღმოსავლეთ ევროპაში” (IWO) საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით. საქართველოდან პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (ქუთაისი) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული
ცენტრი „აფხაზეთი” (თბილისი).