Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home3/civilino/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
„საარჩევნო სამართალი“ – ონლაინ სწავლების ახალი კურსი უკვე მზადაა… - Civil Society Institute

„საარჩევნო სამართალი“ – ონლაინ სწავლების ახალი კურსი უკვე მზადაა…

21.08.2015

თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა დაასრულა დისტანციურ სწავლების მეთოდზე აგებული ახალი კურსის – „საარჩევნო სამართლის” მომზადება. 13 ვიდეო–ლექცია, შესაბამისი ტესტები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: თავისუფალი არჩევნების იდეა წარმომადგენლობითი დემოკრატიის თეორიებში, საქართველოს საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, ამომრჩეველთა სიები, საარჩევნო სისტემები საქართველოში, არჩევნების მონიტორინგი, კენჭისყრის დღე, საარჩევნო დავები და ა.შ.

ონლაინ ახალი კურსის მიზანია ხელი შეუწყოს პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას საარჩევნო საკითხებზე.

ონლაინ პლატფორმა – www.e-learning.ge – საშუალებას აძლევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დროის ნაკლები დანახარჯითა და სამუშაოს პარალელურად, მათთვის მოსახერხებელ დროს აიმაღლონ კვალიფიკაცია და მოემზადონ არჩევნებისთვის.
საარჩევნო სამართლის კურსზე სწავლა სექტემბერში დაიწყება.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აღნიშნულ სასწავლო კურსს ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს.