2008 წლის 13-14 დეკემბერს ბაკურიანში, სასტუმრო “ვილა პალასში”, “სახელმწიფო გრანტების შესახებ” კანონპროექტის განხილვის მიზნით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილული იქნა მოქმედი რეგულაციები სახელმწიფო გრანტის გაცემის შესახებ და მოეწყო ახალი კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა.
“სახელმწიფო გრანტების შესახებ” კანონპროექტით იქმნება სახელმწიფო დაფინანსების ახალი მექანიზმები. ამ მხრივ გათვალისწინებულია მოდელი, რომელიც განსაზღვრავს ურთიერთობას საჯარო და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის ფინანსურ ასპექტთან დაკავშირებით. კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების ზოგადი პრინციპების განმტკიცება და ამით საბიუჯეტო სახსრების გამჭვირვალედ ხარჯვის უზრუნველყოფა.