საკრებულო ახალგაზრდებისთვის

25.07.2022

„საკრებულო ახალგაზრდებისთვის“ – ასე ჰქვია კონცეფციას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლებმა გორის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს, 21 ივლისს გამართულ შეხვედრაზე გააცნეს.

კონცეფციის მიზანია ახალგაზრდების თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა. შემუშავებული წინადადება ითვალისწინებს ახალგაზრდებისთვის თვეში ერთხელ საკრებულოს კომისიების, ბიუროს, საქმიანობის, მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობას.

აღნიშნული კონცეფცია წარმოადგენს სამოქმედო გეგმის ნაწილს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI) თანამშრომლობით, მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასების მეთოდოლოგიის (ბენჩმარკინგი) დანერგვის შემდეგ, საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა.

აქტივობა ხორციელბედა პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ ფარგლებში, გერმანული ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ მხარდაჭერით