სამოქალაქო ბიუჯეტირება მუნიციპალიტეტებში

20.12.2022

მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვას აქტიურად უწყობს ხელს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი. 2022 წელს ჩოხატაურის, გორის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი განხორციელდა, მათ შორის ჩოხატაურსა და ხელვაჩაურში პირველად.

სამივე მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია ხმის მიცემის პროცედურები და შერჩეულია პროექტები, რომელთა შედეგებიც ასეთია:

„ჩოხატაურის სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მოქალაქეებმა დაარეგისტრირეს 14 იდეა, ხმის მიცემის ეტაპზე გადავიდა ყველა იდეა, ხოლო გამარჯვებულად გამოცხადდა ორი: „მამოგრაფიაზე დაფუძნებული უფასო სკრინინგ პროგრამის დანერგვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის” და ,,საფეხბურთო მოედანი დაბის ცენტრში”. გამარჯვებული იდეების განხორციელებისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან 85 000 ლარია გამოყოფილი.

„იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის“ ფარგლებში მოქალაქეებმა წარადგინეს 10 იდეა, საიდანაც ხმის მიცემის ეტაპზე გადავიდა 3, ხოლო ხმის მიცემის შედეგად გამარჯვებულად გამოვლინდა 1 იდეა: „წარწერა მე მიყვარს აჭარისწყალი“. იდეის განხორციელებისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან 60 000 ლარია გამოყოფილი.

გორის სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მოქალაქეებმა წარადგინეს 94 საინიციატივო წინადადება, ხოლო გამარჯვებულად გამოცხადდა 37. გამარჯვებული საინიციატივო წინადადებების განხორციელებისთვის გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარია გამოყოფილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აქტიურად მუშაობს სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვის მიმართულებით, გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ მხარდაჭერით. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტებს ინსტიტუტის რამდენიმე მიმართულებით უჭერდა მათ მხარს – კერძოდ, საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა–განხორციელებაში, იდეების რეგისტრაციასა და ხმის მიცემის ეტაპებზე. მხარდაჭერა მოიცავდა ასევე, საკომუნიკაციო მასალების მომზადებას, სოციალურ მედიაში კომუნიკაციას და ინფორმაციის გავრცელებას.