სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) CSO Meter პროექტის მეორე ფაზის განხორციელება დაიწყო

08.06.2021

2021 წელს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) CSO Meter პროექტის მეორე ფაზის განხორციელება დაიწყო.

პროექტი – „CSO Meter: ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერების გზამკვლევი“ – პასუხობს შემდეგ საჭიროებას:

  • CSO Meter-ის მონიტორინგის საშუალებით, იმ სტანდარტებისა და ინდიკატორების ერთობლიობის უზრუნველყოფა, რომელიც გავლენას ახდენს ხელსაყრელი გარემოზე, მიმდინარე თუ აქტუალურ საკითხებზე;
  • სამოქალაქო საზოგადოების გარემოს შედარებითი ანალიზის ჩატარება, როგორც ქვეყნის, ისე – რეგიონულ დონეზე, პროგრესის ან მისი შეფერეხების შეფასება და პოლიტიკის დიალოგისკენ სწრაფვა;
  • ექსპერტთა და ორგანიზაციების ფართო ჯგუფის შექმნა, რომელიც გამოიყენებს CSO Meter-ს მონიტორინგისთვის და როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ადვოკატირების ინსტრუმენტს, რაც ხელს შეუწყობს ხელსაყრელი სამართლებრივი გარემოსა და პრაქტიკის შექმნას.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, არასამეწარმეო სამართლის ევროპულ ცენტრთან (ECNL) ერთად, 2017 წლიდან ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანსაც აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა წარმოადგენს.

სსო-ების საარსებო გარემოს მუდმივი მონიტორინგისა და შეფასებისთვის, პროექტის ფარგლებში, შემუშავდა მონიტორინგის ინსტრუმენტი – სსო მეტრი (CSO Meter). მისი შემუშავების პროცესში მონაწილეობდა ექსპერთა ჯგუფი და 807-ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზცია აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვყნიდან. იგი აერთიანებს რიგ სტანდარტებსა და ინდიკატორებს 10 სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველყოფს, როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკული გარემოს შეფასებას, საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით.

CSO Meter არის მონიტორინგის უნიკალური მექანიზმი, რომელიც აფასებს, როგორც კანონდებლობას, ისე პრაქტიკულ გარემოს იმ ძირითად მიმართულებებში, რაც გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, როგორიცაა: გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა, ისე დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა თუ პირადი ცხოვრების ხელშუხებლობის უფლება. შემუშავებულ სტანდარტებზე და ინდიკატორებზე დაყრდნობით, სსო-ების მონიტორინგის ინსტრუმენტი, თითოეული მიმართულების მიხედვით აფასებს მდგომარეობის შესაბამისობას ქვეყნებში. სსო-ების მონიტორინგის ინსტრუმენტის სიძლიერეს განაპირობებს ის ფაქტი, რომ მისი შემუშავება სიღრმისეული საკონსულტაციო და თანამშრომლობით პროცესზე დაყრდნობით მოხდა, იგი ადგილობრივ დონეზე გაწეული ძალისხმევის შედეგია და მოიცავს, ქვეყნების კონტექსტიდან გამომდინარე, პარტნიორების მიერ იდენტიფიცირებულ აქტუალურ საკითხებს.

ამ დროისთვის, სსო მეტრის გამოყენებით, მომზადებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების საარსებო გარემოს ამსახველი არა ერთი ანგარიში, საქართველოს შესახებ კი შეგიძლიათ იხილოთ – 2019 წლის და 2020 წლის მიმოხილვა.

პროექტი – „CSO Meter: ხელსაყრელი გარემოს და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეგზური“ – ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ორგანიზაციების მიერ არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) ლიდერობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პარტნიორი ორგანიზაციები არიან: საერთაშორისო გამჭვირვალობა სომხეთში (TIAC); შპს MG ქონსალთინგი (აზერბაიჯანი), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (საქართველო), პრო-დემოკრატიული არასამთავრობო ორგანიზაციების ასამბლეა სამართლებრივი ტრანსფორმაციის ცენტრი (ბელორუსი); პრომო-ლექს ასოციაცია (მოლდოვა), უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრი (უკრაინა).