სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობა

20.05.2013

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით 15 მაისს დაიწყო კონფერენცია თემაზე “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობა”. კონფერენციაში დედაქალაქისა და რეგიონების არასამთავრობო ორგანიზაციების 60-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. ქართველი და უცხოელი ექსპერტები განიხილავენ საკითხებს: სამოქალაქო ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა; სამოქალაქო ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის სამართლებრივი რეგულირება საქართველოში; ფინანსების მოძიება და ქველმოქმედება; ეკონომიკური საქმიანობა და სოციალური მეწარმეობა; საჯარო დაფინანსება – სოციალური კონტრაქტები და სახელმწიფო გრანტები; მოხალისეობრივი საქმიანობის რეგულირება საქართველოში.

კონფერენციის მიზანია, დახმარება აღმოუჩინოს ქართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს იმ საკანონმდებლო გზების მოძიებასა და გამოყენებაში, რომლითაც ისინი შეძლებენ შეინარჩუნონ ფინანსური მდგრადობა. ორდღიანი კონფერენცია 16 მაისს დაიხურება და იგი აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარე პროგრამის “საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” ფარგლებში ხორციელდება.