სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სამართლის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის მაისი – ივლისში განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსის მონიტორინგი. მონიტორინგი მიზნად ისახავდა საქართველოს შრომის კოდექსის ხარვეზების გამოვლენას და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას. მონიტორინგი ჩატარდა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოსთან” პარტნიორობით მიმდინარე პროექტის “სამოქალაქო საზოგადოება კანონშემოქმედებით პროცესში” ფარგლებში.
კვლევა განხორციელდა თბილისსა და ბათუმში, წინასწარ შერჩეული სამიზნე ჯგუფების მიხედვით, მასში მონაწილეობდა 50-მდე რესპოდენტი (დასაქმებულები, დამსაქმებლები, მოსამართლეები, დამოუკიდებელი ექსპერტები, პროფკავშირები, ადვოკატები).
საქართველოს შრომის კოდექსის მონიტორინგი
14.11.2008