საზოგადოებრივ ორგანიზაციათა განვითარების ეფექტურობის ქვე-ჯგუფის პირველი შეხვედრა

23.04.2013

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის “საზოგადოებრივ ორგანიზაციათა განვითარების ეფექტურობის” ჯგუფთაშორისი ქვე-ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქვე-ჯგუფის წევრი ათი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და ხედვები ქვე-ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებით, განსაზღვრეს პრიორიტეტები. მუშაობის ძირითად საკითხებს წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესება, ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის დიალოგი, დონორებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის დიალოგი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვითრეგულირების საკითხები. ხმათა უმრავლესობით, ერთი წლის ვადით, აირჩიეს ქვე-ჯგუფის კოორდინატორი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა სალამაძე. პირველ სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვე-ჯგუფის ძირითადი მისია და მიზნები, დასახეს სამომავლო გეგმები.