სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის საარსებო გარემოს გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ჟურნალისტებისთვის, 11-12 თებერვალს, სიღნაღში სემინარი გამართა. სადაც სამოქლაქაო საზოგადოების ინსტიტუტმა სოციალური ზრუნვის სისტემების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. კერძოდ, ინსტიტუტმა შეისწავლა ზრუნვის სოციალური მოდელები და პრობლემის ანალიზის შედეგად, საქართველოს სინამდვილისთვის ყველაზე ეფექტურ მოდელად სახელმწიფოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ სერვისის ერთობლივად მიწოდება მიიჩნია. სემინარზე ჟურნალისტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ.
მეორე დღეს ჟურნალისტები ესტუმრნენ და გაეცნენ სათემო ორგანიზაცია “ქედელის” მუშაობას, მის ბენეფიციარებს.