Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home3/civilino/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა მუნიციპალიტეტებისთვის - Civil Society Institute

შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა მუნიციპალიტეტებისთვის

09.10.2023

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა(CSI), USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, დაიწყო შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის, რომელიც ეყრდნობა მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასებას (www.ppmeter.ge).

პროგრამა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს დაეხმარება განივითარონ სისტემური ხედვა და შესაძლებლობები მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისათვის და შეძლონ სტანდარტების შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტების, მათ შორის სამოქმედო გეგმების შემუშავება, რათა გააძლიერონ მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე.

სწავლების პროგრამაში ამჯერად ჩართულები არიან მერიის და საკრებულოს თანამშრომლები და წევრები ოთხი მუნიციპალიტეტიდან – დმანისიდან, ჩოხატაურიდან, მარნეულიდან და ბათუმიდან. იგი მოიცავს სამ მიმართულებას: „ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასების“ ინსტრუმენტს; დაგეგმვას – სისტემური ხედვის შემუშავებას; სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას.

შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა დაიწყო „სისტემური ხედვის“ ტრენინგით დმანისის მუნიციპალიტეტში.