სი-ეს-აი საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ინდექსში

25.08.2014

აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოაქვეყნა „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ინდექსი 2013“. ორგანიზაცია დოკუმენტს 1997 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს. მასში საუბარია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგრადობის, განვითარების, გარემოს, ფინანსური შესაძლებლობების და ა.შ. შესახებ. ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის და ევრაზიის ქვეყნების საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ინდექსი, სხვა ქვეყნებთან ერთად მოიცავს საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ინდექსაც.

გასული წლების მსგავსად, დოკუმენტში საუბარია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ განხორციელებული აქტივობებზე. მათ შორის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პარლამენტს შორის გაფორმებული მემორანდუმზე, ასევე სი-ეს-აის მიერ ლობირებული საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გულისხმობდა ტერმინის – „შემოწირულობა” – განმარტების დაზუსტებას საგადასახადო კოდექსში. აგრეთვე, დოკუმენტში საუბარია საგადასახადო კოდექსის ცვლილებაზე, რომელიც ორგანიზაციის მიერ ფიზიკური პირისთვის უსასყიდლოდ გადაცემულ ქონებაზე ათავისუფლებს საშემოსავლო გადასახადისგან, თუ მისი ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს წელიწადში.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ინდექსი 2013 (ინგ)