Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home3/civilino/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
სსო მეტრის ფარგლებში რეგიონული ჰაბი შეიქმნა - Civil Society Institute

სსო მეტრის ფარგლებში რეგიონული ჰაბი შეიქმნა

02.08.2021

აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის 20–მდე საზოგადოებრივი ორგანიზაცია, სსო მეტრის ფარგლებში, სულ ახლახანს შექმნილ, რეგიონულ ჰაბში გაწევრიანდა.

იგი პროექტის „სსო მეტრი – ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერების“ ფრაგელბში შეიქმნა, როგორც საერთო ინტერესების მქონე რეგიონული გაერთიანება. რომელიც ხელს შეუწყობს გამოცდილების, ცოდნის გაზიარებას, ახალი კონტაქტების დამყარებას და ა.შ. ჰაბის მიზანია საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით წვლილი შეიტანოს მონიტორინგისა და ადვოკატირების პროცესში, რაც სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

საქართველოდან ჰაბს შეურთდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI).

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ორგანიზაციების მიერ არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) ხელძღავენელობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პარტნიორი ორიგანიზაციებია: საერთაშორისო გამჭვირვალობა სომხეთში (TIAC), შპს MG ქონსალთინგი (აზერბაიჯანი), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI, საქართველო), პრომო-ლექს ასოციაცია (მოლდოვა), უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრი (უკრაინა).