ტრენინგები სამხრეთო ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის იურისტებისათვის

08.12.2007

2007 წლის 3-5 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო “სიმპათიაში” ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციის იურისტებისთვის გაიმართა ტრენინგი. ტრენინგი დროებითი ადმინისტრაციის ინსტიტუციონალური განვითარებისა და მხარდაჭერის პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში გაიმართა და რიგით მეორე ღონისძიებაა.

ტრენინგი მიზნად ისახავდა დროებითი ადმინისტრაციის თანამშრომელთა თეორიული ცოდნის ამაღლებასა და მათთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშვებას, რაც მათ დაეხმარებათ მოქმედი კანონმდებლობის სწორ ინტერპრეტაციასა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის უკეთ წარმართვაში.

ტრენინგზე დეტალურად იქნა განხილული დროებითი ადმინისტრაციის საქმიანობის წესი და ფარგლები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონები.

ღონისძიება ორგანიზებული იყო “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” მიერ, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” პარტნიორობითა და ფინანსური მხარდაჭერით.