2007 წლის 1-2 დეკემბერს ბათუმში, სასტუმრო “ალიკში”, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დეპარტამენტის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისათვის გაიმართა შრომითი რესურსების მართვის ტრენინგი. ტრენინგი მიზნად ისახავდა აპარატის პერსონალის თეორიული ცოდნის ამაღლებასა და მათთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშვებას, რაც მათ დაეხმარებათ ადამიანური რესურსების მართვის უკეთ განხორციელებაში.
ტრენინგზე განხილულ იქნა შრომითი რესურსების მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ადამიანური რესურსების მართვის არსი, ამოცანები და როლი ეფექტური მართვის პროცესებში, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და საკვალიფიკაციო მოთოვნების არსებობის მნიშვნელობა, დოკუმენტის შედგენის ტექნოლოგიები, პერსონალის მოზიდვა-შერჩევა, ოპერატიული მართვის მეთოდები ეფექტური მენეჯმენტის განსახორციელებლად, ატესტაციისა და შეფასების მეთოდიკა და სახეები.
ტრენინგი ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საჯარო ადმინისტრირების რეფორმის პროგრამის ფარგლებში.