ტრენინგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის

25.06.2008

2008 წლის 13-21 ივნისს, დაბა ბაკურიანში, სასტუმრო „ვიქტორიაში“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი საჯარო ადმინისტრირების სიახლეების, პროექტისა და გუნდის მართვის საკითხებზე.

ტრენინგი მიზნად ისახავდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლების თეორიული ცოდნის ამაღლებას საჯარო ადმინისტრირების, პროექტისა და გუნდის მართვის საფუძვლებში და სიახლეების მიწოდებას, რაც ამ უწყებათა პასუხისმგებელ პირებს დაეხმარება მართვის გაუმჯობესებასა და მუშაობის უფრო ეფექტიანად განხორციელებაში.

ტრენინგზე განიხილეს საჯარო ადმინისტრირების, გუნდისა და პროექტების მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: შედეგებზე ორიენტირებული მენეჯმენტი, დაგეგმვა, იმპლემენტაცია, შედეგების შეფასება, პროექტი და მისი მართვა, პროექტის დროისა და რისკების მართვა, გუნდური მუშაობის სპეციფიკა, პროცესი და მართვა, ლიდერობა, გუნდში მუშაობის ტექნიკა და სხვა.

ტრენინგი ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საჯარო ადმინისტრირების რეფორმის პროგრამის ფარგლებში.