2008 წლის 12 – 19 სექტემბერს, ბათუმში, სასტუმრო “ინტურისტ პალასის” საკონფერენციო დარბაზში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგები ადამიანური რესურსების მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის საკითხებზე.
ტრენინგი მიზნად ისახავდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლების თეორიული ცოდნის ამაღლებას ადამიანური რესურსების მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის საკითხებში და იმ ინფორმაციის მიწოდებას, რაც ამ უწყებათა პასუხისმგებელ პირებს დაეხმარება მართვის გაუმჯობესებასა და მუშაობის უფრო ეფექტიანად განხორციელებაში.
ტრენინგზე განხილულ იქნა ადამიანური რესურსების მართვასა და ეფექტურ კომუნიკაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: შრომითი რესურსების დაგეგმვა, შერჩევა-დაქირავება, კარიერის მართვა, მუშაობის შეფასება, კორპორატიული კულტურა, ეფექტური კომუნიკაციის მოდელი, კომუნიკაციის დონეები, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის ფაქტორები, არავერბალური კომუნიკაცია, შეკითხვის დასმის ტექნიკა, მოსმენისა და ქცევის ტიპები, არგუმენტირების ტექნიკა და სხვა.
ტრენინგი ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საჯარო ადმინისტრირების რეფორმის პროგრამის ფარგლებში.