ტრენინგი სამინისტროს (MRA) იურიდიული დეპარამენტის თანამშრომლებისთვის

25.07.2010

2010 წლის 23 და 24 ივლისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და საკანონმდებლო ტექნიკის საკითხებზე.

ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის საკანონმდებლო ტექნიკა, კანონპოექტის შემუშავების საფუძვლები/წინაისტორია, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავება, პრეზიდენტის, მინისტრის ნორმატიული აქტის მომზადება, საერთაშოროსო სტანდარტებთან შესაბამისობა და ანალიზი, მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის საპარლამენტო კონტროლი, მთავრობის ვალდებულებები პარლამენტის წინაშე, საბიუჯეტო პროცესი, კანონპროექტების ფინანსური დასაბუთება, კანონპროექტის პოპულარიზაცია და საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა, სამოქალაქო სექტორის, მოქალაქეების ჩართულობა, მასმედიასთან ურთიერთობა და სხვა საკითხები.

ტრენინგი ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული World Learning/Georgia, FORECAST პროგრამაში მიმდინარე პროექტის „ტრენინგების ჩატარება და ტექნიკური დახმარების გაწევა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტისათვის“ ფარგლებში.