2008 წლის 26-30 სექტემბერსა და 1-4 ოქტომბერს, თბილისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის საკონფერენციო დარბაზში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებისათვის ჩატარდა ტრენინგები პროექტებისა და დროის მართვის საკითხებზე.
ტრენინგი მიზნად ისახავდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების თეორიული ცოდნის ამაღლებას პროექტებისა და დროის მართვის საკითხებში. აღნიშნული ტრენინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებს დაეხმარება მართვის გაუმჯობესებაში, მუშაობის მოქნილი და ეფექტიანი სისტემის განხორციელებაში.
ტრენინგზე განიხილეს პროექტებისა და დროის მართვასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა: პროექისა და დაგეგმვის მნიშვნელობა ორგანიზაციის ეფექტიანი მუშაობისათვის, მიზნის დასახვა და სტრატეგიის ფორმულირება, მართვის პროცესი, მისიის ფუნქციები, ორგანიზაციისა და გარემოს ანალიზი და შეთავსება, გაუთვალისწინებელი სიტუაციების დაგეგმვა და კრიზისული სიტუაციების მართვა, მენეჯმენტის პროცესი, მენეჯმენტის ბაზისური უნარ-ჩვევები, კორპორატიული კულტურის გავრცელება და ცვლილებების მართვა, ლიდერები და მათი მნიშვნელოვანი მახასიათებლები და სხვა.
ტრენინგები ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საჯარო ადმინისტრირების რეფორმის პროგრამის ფარგლებში.