ტრენინგი სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის

09.12.2007

2007 წლის 5-7 დეკემბერს ქ. თბილისში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ოფისში სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის ჩატარდა ტრენინგი “პროექტის შედგენის ჩარჩოები”.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეებისათვის პროექტის დაგეგმვის – LF/RF მოდელების გაცნობას და ამ მოდელების გამოყენებით საპროექტო განაცხადის მომზადების ცოდნასა და უნარ-ჩვევების დაუფლებას.

ტრენინის მონაწილეებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ პროექტის ცნებას, პროექტის წერის და დიზაინის ძირითად პრინციპებს; დაუფლებოდნენ ინფორმაციის ანალიზის მეთოდს – “პრობლემის ხე” და პრობლემის ანალიზზე დაყრდნობით აეწყოთ ინტერვენციის ლოგიკა; გაცნობოდნენ ინდიკატორების ცნებასა და მახასიათებლებს, ისევე როგორც პროექტის წარმატებისათვის მნიშვნელოვან ფაქტორებს და EU და US გაიდლაინებს.

აღნიშნული ტრენინგი სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების ტრენინგების II ეტაპს წარმოოადგენდა. პირველი ტრეინგები მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმართა და სამართლებრივ თემატიკას მოიცავდა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” მიერ, სოციალურ სფეროზე ორიენტირებილი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის საარსებო გარემოს გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში. პროექტის პარტნიორი და ფინანსური მხარდამჭერია ფონდი Evangelischer Entwicklungsdienst – EED.