Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home3/civilino/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
ტრენინგი სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის - Civil Society Institute

ტრენინგი სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის

01.03.2008

მიმდინარე წლის 27-29 თებერვალს ქ. თბილისში, სასტუმრო „თორში“ სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის ჩატარდა ტრენინგი „ეფექტური ორგანიზაციის მოდელი, მართვის საფუძვლები და მენეჯერის უნარჩვევები“.

ტრენინგი მიზანად ისახავდა მონაწლეთათვის ეფექტური ორგანიზაციის მოდელის გაცნობას, მართვის ზოგადი პრინციპების და ახალი მდგომების სწავლებას, მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.

ტრენინგის მონაწილეებს მიეცათ საშუალება, აეთვისებინათ რიგი ტექნიკები, რაც დაეხმარება მათ საკუთარ თანამშრომლებთან საქმიანი თუ პირადი ურთიერთობის პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესებაში. ტრენინგზე მონაწილეები გაეცნენ ეფექტური ორგანიზაციის მოდელსა და მის ძირითად ელემენტებს; მართვის ოთხ ძირითად ფუნქციას – დაგეგმვა, შეფასება და კონტროლი, მოტივირება, ორგანიზება; ფორმალური და არაფორმალური ჯგუფების მახასიათებლებს; ლიდერობისა და მართვის განსხვავებულ სტილს;

ტრენინგის მეშვეობით, მონაწილეებს მიეცათ საშუალება, გაეუმჯობესებინათ მენეჯერისათვის საჭირო ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა საქმიანობის დაგეგვა – ამოცანების დასმა და საქმიანობის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრა; ეფექტური კომუნიკაცია და აქტიური მოსმენა; უფლებამოსილებების ეფექტური დელეგირება და უკუკავშირის გაცემა.

აღნიშნული ტრენინგი სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების ტრენინგების III ეტაპს წარმოადგენდა. პირველი ორი ციკლი წინა წელს გაიმართა და სამართლებრივ და პროექტის შედგენის ჩარჩოების თემატიკას მოიცავდა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ მიერ, სოციალურ სფეროზე ორიენტირებილი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის საარსებო გარემოს გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში. პროექტის პარტნიორი და ფინანსური მხარდამჭერია ფონდი EED – Evangelischer Entwicklungsdienst.