ვაკანსია: პოლიტიკის ანალიტიკოსი

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე პოლიტიკის ანალიტიკოსის პოზიციაზე. კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება კვლევების ჩატარებასა და ანგარიშების, ანალიტიკური დოკუმენტებისა და სტატიების მომზადებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  1. ორგანიზაციის საქმიანობის სფეროებთან დაკავშირებულ თემებზე კვლევების წარმოება, მონაცემების ანალიზი და დამუშავება; საუკეთესო პრაქტიკის და ადგილობრივი გამოცდილების მოძიება;
  2. ანალიტიკური სტატიების, კვლევითი ანგარიშების და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება ;
  3. ახალი საკითხებისა და საკვლევი მასალის მოძიება/ინიცირება;
  4. მიმდინარე პროექტების კოორდინირება, ღონისძიებების დაგეგმვა, სემინარების, ტრენინგების, პრეზენტაციებისა და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელებაში მონაწილეობა;
  5. დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან, ასევე სახელმწიფო უწყებებთან და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან კომუნიკაცია;
  6. სამუშაო შეხვედრებსა და საჯარო ღონისძიებებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
  7. საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სხვადასხვა პროექტების დახმარება ანალიზისა და კვლევის კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში, ეკონომიკაში, სახელმწიფო მართვის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის ან სხვა შესაბამის დარგში;
  • ანალიტიკური სტატიების წერის / პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ და ქართულ ენაზე;
  • კვლევების ჩატარების უნარი და გამოცდილება; სასურველია ღია მონაცემების ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
  • შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები:
1. CV – ქართულ ენაზე
2. სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, რომელშიც მითითებული იქნება, თუ რატომ ხართ დაინტერესებული აღნიშნული სამუშაოთი და რატომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს.

CV და სამოტივაციო წერილი წარმოდგენილი უნდა იყოს ერთ ფაილად pdf ან docx ფორმატში. ფაილის სახელი უნდა იყოს თქვენი გვარი და სახელი. ფაილი უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე – adm@civilin.org

„Subject“ – ველში გთხოვთ, მიუთითოთ ქართულად „პოლიტიკის ანალიტიკოსი“ .

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 10 აპრილი.

არასრულად ან დარღვევებით წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.