ევროკავშირის ელჩმა სოფლის ლიდერებს გურიაში სერტიფიკატები გადასცა

2010 წლის 2 ივნისს, ოზურგეთს ეწვია ევროკავშირის ელჩი პერ ეკლუნდი. ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა მოინახულა გურიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს.
2009 წლიდან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „თვითმმართველობის განვიათრების ხელშეწყობა საქართველოში“. პროექტის ძირითადი მიზანია მოსახლეობასა და თვითმმართველ ერთეულებს შორის თანამშრომლობის გაზრდის გზით (ჩართულობის გაზრდა), თვითმმართველობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის ამაღლება. პროექტის ფარგლებში საქართველოს 4 რეგიონში, შეირჩა და ტრენინგი გაიარა 151 ლიდერმა, მათ შორის 37 გურიის რეგიონიდან იყო.

ბატონი ელჩი შეხვდა პროექტის ფარგლებში შერჩეულ ლიდერებს და პირადად გადასცა ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიას ასევე დაესწრნენ პრეზიდენტის რწმუნებული გურიის რეგიონში, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და რეგიონული მასმედიის წარმომადგენლები.