კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება

30 სექტემბერს, სასტუმრო „სტამბაში”, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) გამართა სამოქალაქო კამპანიის – „ეს ქვეყანა შენიას” – ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.
CSI-ს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” ფარგლებში, გამოცხადებული ჰქონდა საკონკურსო ციკლი. რომლის სამიზნე აუდიტორია საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა, როგორც უფროსკლასელებს და მათ პედაგოგებს, ასევე, ბლოგერებსა და ჟურნალისტებს. მათი მიზანი იყო საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციების საქმიანობის და სამოქალაქო აქტივიზმის წარმოჩენა.
სასკოლო კონკურსში აქტიურად მონაწილეობდნენ უფროსკლასელები და მათი პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მთლიანობაში 150-მდე გუნდი. გამარჯვებულები გამოავლინა პედაგოგებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ. საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოება უკვე მოხდა ადგილებზე. საერთო ჯამში, სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას” ფარგლებში, კონურსში გამარჯვებულ 73 მოსწავლეს და 34 კურატორ-მასწავლებელს საჩუქრად გადაეცა ნოუთბუქი. სასტუმრო “სტამბაში” გამართულ ღონისძიებაზე დააჯილდოვეს თბილისის სკოლების წარმომადგენლები, ასევე, ბლოგერებისა და ჟურნალისტების კონკურსში გამარჯვებულები.
თბილისის გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები:
  • თბილისის N 182 საჯარო სკოლის მოსწავლეები: სალომე შიოშვილი (კურატორ-მასწავლებელი ირინა ჯვარშეიშვილი); ლიკა ფილიშვილი, გიორგი მებონია, მზია წიქარაძე  (კურატორ-მასწავლებელი ანა მაისურაძე);
  • ქალაქ თბილისის N 119 საჯარო სკოლის მოსწავლეები: შოთა ხიზანიშვილი, ლუკა გელაშვილი, დავით ბიბილური, ცოტნე პარასკებაშვილი, ელენე აბრამიშვილი (კურატორ-მასწავლებელი მაკა ბრეგვაძე).
ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულები:
I ადგილი (1000 ლარი) – არტურ ვართაპეტიანი, “სოფლიდან ქალაქამდე ფეხით გავლილი კილომეტრები, ადამიანების დასახმარებლად”.
II ადგილი (700 ლარი) – ანი ცინცაძე, „ჯადოსნური “ნავსაყუდელი” დევნილთა დასახლებებში”.
III ადგილი (500 ლარი) – ეკა ხითარიშვილი, „აჰა” განცდის მომგვრელი ბლოგი”.
ჟურნალისტების კონკურსში გამარჯვებულები:
საუკეთესო სტატია:
I ადგილი (1500 ლარი) – მაკა ხაზიური, „ცხოვრება ჟესტების ენით”;
II ადგილი (800 ლარი) – დარინა ქამადაძე, „დევნილობა ჩვენი არჩევანი არ არის – ახალგაზრდები შავშების დევნილთა დასახლებებში”. III ადგილი (500 ლარი) – თეონა კაკაციძე, „ნადი” – მოხალისეობის ტრადიცია მაღალმთიან აჭარაში”.
III ადგილი (500 ლარი) – ლელა დუმბაძე, „ვინ არიან ქალები, ვინც კოვიდ 19-ით ინფიცირებული მეზობლის კარტოფილი გათოხნეს”.
საუკეთესო ფოტონამუშევარი:
I ადგილი (1500 ლარი) – გიორგი გოგატიშვილი, „ქაღალდის ღმერთები” (საარჩევნო პლაკატების ომი კედლებზე);
II ადგილი (800 ლარი) – ოლიკო ცისკარიშვილი, „მოგზაურობა თუშეთში”.
საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი:
III ადგილი (500 ლარი) – ნინო ვაშალომიძე, „ბჟუჟის ხეობის დამცველი – დარია შათირიშვილი”.
საუკეთესო მულტიმედია პროექტი:
I ადგილი (1500 ლარი) – თაკო ფეიქრიშვილი, „რელიგიური უმცირესობების გასაჭირი – ვის აფინანსებს ხელისუფლება”;
II ადგილი (800 ლარი) – ნანა ხუბუტია, „არ მაქვს დუმილის უფლება – სამოქალაქო აქტივისტი”;
II ადგილი (800 ლარი) ნინო ვართაპეტიანი, “მოხალისე მეხანძრე ქალები და პასუხისმგებლობა ტყის დასაცავად”.
კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, (რეგიონული მედიის წარმომადგენლების წახალისების მიზნით) წამახალისებელი პრემია (500 ლარი) გადაეცათ გიორგი გირკელიძეს (გურიანიუსი) და ლიკა ხიჯაკაძეს (ჩემი ხარაგაული).
შეხვედრის მონაწილეებს ასევე გადაეცათ კამპანია „ეს ქვეყანა შენიას” პრომო პროდუქცია (რუკები, ალმანახი, ბარათები, ჩანთები, ზურგჩანთები, მაისურები და რვეულები).
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია” მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” ფარგლებში და მისი მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.